ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

„ჩხუბი თეთრ სახლში?“ - ჯონ ჯონსმა შესაძლოა კარიერა განაახლოს

UFC-ის ნახევრადმძიმე და მძიმე წონითი დივიზიონის ლეგენდარული ჩემპიონი ჯონ ჯონსი სულ რაღაც 2 კვირაა, რაც პენსიაზე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, „ჯონი ბოუნსი“ დაბრუნებას არ გამორიცხავს, ამის მიზეზი კი დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში დაანონსებული ბრძოლა გახლავთ.

ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 2026 წლის 4 ივლისს, თეთრი სახლის ეზოში UFC-ის საბრძოლო მოედანი მოეწყობა, რომელსაც დენა უაითი გაუწევს ორგანიზებას. ასეთ ისტორიულ საღამოზე კი გამოსვლა ყველას სურს. გამონაკლისი არც ჯონსია, რომელიც მზადაა კარიერა განაახლოს.

„ჩხუბი თეთრ სახლში? ორი კვირის წინ სატესტო აუზს დავუბრუნდი. გადავწყვიტეთ, ყველა ვარიანტი ღია დაგვეტოვებინა“,

- დაწერა ჯონ ჯონსმა სოციალურ მედიაში.

ტრამპის ამ ინიციატივის შემდეგ, UFC-ში დაბრუნების შესახებ პირველმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, ახლა კი იმავეს ჯონსიც აკეთებს. მოვლენები ნელ-ნელა საინტერესოდ ვითარდება და შესაძლოა 2026 წელს ასპინალი-ჯონსის ნანატრი დაპირისპირებაც ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები