მაკგრეგორს თეთრ სახლში ბრძოლის გამართვა სურს
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ჩხუბის გამართვა სურს.
„მიხარია პრეზიდენტ ტრამპის განცხადება თეთრ სახლში UFC-ს ღონისძიების ჩატარების შესახებ. დიდი პატივი იქნებოდა, მეც ჩამთვალეთ“, - დაწერა ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა UFC-ის ხელმძღვანელს დენა უაითს აცნობა, რომ მზადაა თეთრი სახლის ეზოში საბრძოლო სცენა (ოქტაგონი) მოაწყოს და UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიებას უმასპინძლოს.
1993 წელს დაარსების დღიდან UFC მრავალ ადგილას იყო ნამყოფი. დენვერში, კოლორადოში, ლას ვეგასში, საზღვარგარეთ, კანადაში, მექსიკაში, საფრანგეთში, აბუ დაბიში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ამჯერად კი შესაძლოა თეთრ სახლშიც ვიხილოთ.
დენა უაითი და დონალდ ტრამპი დიდი ხნის მეგობრები არიან. დენამ მას წინასაარჩევნოდ მხარი საჯაროდაც დაუჭირა და მის პიარკამპანიაშიც მიიღო მონაწილეო