მესიმ ინტერ მაიამთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - რომანო
„ინტერ მაიამი“ ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
ამერიკულმა კლუბმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც არგენტინელი ფორვარდი ხელს აწერს დოკუმენტებს სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფონზე. „ის სახლშია“, – წერია ვიდეოს აღწერაში.
HE’S HOME. pic.twitter.com/AUMJJYR5pF
— Inter Miami CF (@InterMiamiCF) October 23, 2025
თავის მხრივ, ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ლეომ ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, რომელიც 2028 წლის ბოლომდეა გათვლილი.
„ბარსელონას“ და პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელი MLS-ში 2023 წლიდან თამაშობს. ამ წელს მის ანგარიშზე ჩემპიონატის 28 მატჩში 29 გოლია, რაც ყველაზე მეტია ლიგაში.
შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.