იკერ კასილასი, ტიბო კურტუა, რაულ გონსალესი
Aa
Aa

„კურტუასთან ბოდიში“ - რაულისთვის იკერი ნომერ პირველია

რთული სათქმელია, რატომ მაინცდამაინც ახლა, მაგრამ მადრიდის „რეალის“ ლეგენდებსა და გულშემატკივრებს შორის ბოლო ორი დღეა დაიწყო საუბარი და სჯა-ბაასი იმის თაობაზე, თუ ვინ არის სამეფო კლუბის ყველა დროის საუკეთესო მეკარე, რაზეც არაერთი ვერსია გაჟღერდა. თავდაპირველად საკუთარი პოზიცია პრედრაგ მიატოვიჩმა გააჟღერა, რომელმაც აღნიშნა, რომ იკერ კასილასისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისთვის „ბლანკოსის“ ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერი ტიბო კურტუაა, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა რაული და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ტიბო კურტუა კარგი მეკარეა და ბოლო პერიოდში უბრალოდ არაჩვეულებრივად ასპარეზობს. თუმცა, დრო ყველა ფეხბურთელს თავის ადგილზე დააყენებს. სანამ ეს მოხდება, მე გეტყვით, რომ კურტუასთან ბოდიში, მაგრამ იკერ კასილასი მასზე გაცილებით მაღალი დონის მეკარე იყო“.

ცნობისათვის, ტიბო კურტუამ „რეალთან“ ერთად 3-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ერთხელ კი კოპა დელ რეი მოიგო. რაც შეეხება იკერ კასილასს, ის „ბლანკოსის“ შემადგენლობაში 5-ჯერ ლა ლიგის, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასის, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის, ორ-ორჯერ კი კოპა დელ რეისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გენიოსის სპექტაკლი გალაქტიკოსთან - ბერნაბეუს ოვაციები რონალდინიოს
გენიოსის სპექტაკლი გალაქტიკოსთან - ბერნაბეუს ოვაციები რონალდინიოს