„ვაფრთხილებთ და არ ესმის“ - ვალდანო ვინისიუსმა გააბრაზა
„ხეტაფე“ – „რეალის“ შეხვედრაში არბიტრმა მასპინძლების ორი ფეხბურთელი 7-წუთიან მონაკვეთში გააძევა. განსაკუთრებით დიდი აჟიოტაჟი კი პირველ წითელ ბარათს მოჰყვა, რომელიც ცვლილებაზე შესვლიდან ერთ წუთში ალან ნიომმა მიიღო. კონფლიქტი კი „ხეტაფეს“ მთავარ მწვრთნელსა და ვინისიუსს შორის მოხდა, რადგან ამ უკანასკნელმა ხოსე ბორდალასს ირონიულად უთხრა, რომ მან ნიომის სახით ოქროს ცვლილება განახორციელა, რამაც ეს უკანასკნელი წყობიდან გამოიყვანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი „რეალის“ საპატიო პრეზიდენტმა ხორხე ვალდანომ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ როგორც მან, ასევე ფლორენტინო პერესმა არაერთხელ გააფრთხილა ვინისიუსი, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეეკავებინა, თუმცა ჯერჯერობით ამ ყველაფერს სათანადო შედეგი არ მოაქვს. არგენტინელმა აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის საქციელი როგორც მისთვის, ასევე კლუბის იმიჯისთვის დამაზიანებელია.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის დერბიში „რეალმა“ კილიან მბაპეს ერთადერთი ბურთით გაიმარჯვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ერთი დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.