კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

გუნდზე ითამაშეთ ან წადით - ალონსო რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილოა

მადრიდის „რეალში“ შიდა სამზარეულო არასახარბიელო მდგომარეობაშია და ჩაბი ალონსო ფეხბურთელების მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.

საუბარია გუნდურ მუშაობაზე, რასაც ამ ეტაპზე ალონსო ვერ ხედავს და ყველაფერმა ამან პსჟ-სთან შეხვედრაში თავი იჩინა, რის შედეგადაც „სამეფო კლუბი“ უშანსოდ დამარცხდა.

წყაროს ცნობით, ალონსოს სურს, რომ ყველა ფეხბურთელმა პირველ რიგში გუნდზე ითამაშოს, იმუშაოს და შემდეგ საკუთარ თავზე. ესპანელი სპეციალისტი უკმაყოფილოა თავდაცვითი სამუშაოებით, რაც საბოლოოდ შედეგში ისახება.

Marca კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და პირველ რიგში მბაპე-ვინისიუსის დუეტზე მიუთითებს. ჩაბი ალონსო უკმაყოფილო დარჩა კილიანის გუნდზე მუშაობით. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩაბის სახელები არ დაუკონკრეტებია, ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საუბარი მბაპეზე იყო.

კლუბი ასევე შეშფოთებულია ვინისიუსის სათამაშო ფორმით. ხელმძღვანელებს სურთ გაიგონ, თუ რა გეგმები აქვს ფეხბურთელს და რას აპირებს უახლოეს მომავალში, რადგან მას ამჟამად ენთუზიაზმის ნაკლებობა აქვს.

წყარო აღნიშნავს, რომ მადრიდელებმა ფეხბურთელებს ნათლად მიანიშნეს - ვისაც გუნდზე თამაში და მუშაობა არ სურს, სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ნებისმიერს შეუძლია წასვლა.

ჩაბი ალონსოს კლუბის მხრიდან სრული ნდობა აქვს და როგორც ჩანს, „ლოს ბლანკოსში“ მალე ცვლილებებს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები