შჩესნი პედრიზე: ოქროს ბურთს მას მივცემდი
„ბარსელონას“ მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ პედრიზე ილაპარაკა.
პოლონელი ფეხბურთელის თქმით, ის „ოქროს ბურთს“ თავის თანაგუნდელს მისცემდა.
„მე რომ შემეძლოს ამის გაკეთება პედრის ავირჩევდი, რადგან ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ყველაზე ხშირად ის ტოვებდა. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევაფასებთ. თუ მე უნდა ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე უნდა დამესახელებინა, პედრის დავასახელებდი. მაგრამ შოუს თვალსაზრისით, როგორი უნდა იყოს ფეხბურთი და როგორ მივცეთ მოტივაცია ახალგაზრდებს, ამ სპორტით დაკავდნენ, არიან სხვებიც, ვისაც დავასახელებდი“. - თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ პედრი „ბარსელონას“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში 22 წლის ესპანელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა 59 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ Transfermarkt-ზე პედრის საბაზრო ღირებულება 140 მილიონ ევროს შეადგენს.