გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

ახალი მსურველი გამოუჩნდა | აბუაშვილისთვის ბრძოლა გრძელდება

„კოლხეთი 1913“-ის მოთამაშის, გიორგი აბუაშვილის მომავალზე უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება. ცნობილმა ჟურნალისტმა, რუდი გალეტიმ ქართველი ფეხბურთელი „ბრისტოლ სიტის“, „ხეტაფეს“, „ელჩესა“ და „ესპანიოლს“ დაუკავშირა, ახლახან კი სიას ფრანგული კლუბი შეემატა.

Letelegramme-ის ინფორმაციით, აბუაშვილით „მეცი“ არის დაინტერესებული. გიორგი მიქაუტაძის ყოფილი გუნდი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში, ლიგა 1-ში დაბრუნდა და შემადგენლობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. „მეცმა“ გიორგი წიტაიშვილი გაიფორმა და კიდევ ერთი ქართველის გადაყვანა სურს.

„მეცი“ აბუაშვილის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა. გიორგის გადაბირება „გენგამსაც“ სურდა, თუმცა letelegramme-ის მიხედვით, „მეცის“ წინადადება ფინანსურად ბევრად უკეთესია. როგორც იწერება, 22 წლის ფეხბურთელს ბევრი მსურველი ჰყავს და არჩევანი გიორგიმ უნდა გააკეთოს.

შეგახსენებთ, 18 წლის ასაკში აბუაშვილი „პორტუმ'' თბილისის „დინამოდან“ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელის პორტუგალიური კარიერა წარმატებული არ ყოფილა. რუმინულ „პეტროლულში'' გატარებული მცირე დროის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ფოთის „კოლხეთში'' ფორმა აღიდგინა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა (1 პენალტით) და ბომბარდირთა დავაში ლიდერ იური ტაბატაძეს 1 გოლით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს
ოფიციალურად - ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს