გულშემატკივართან საჩხუბრად იწევდა | სიმეონეს წითელი ბარათი
„ლივერპულისა“ და „ატლეტიკოს“ 5-გოლიანი მატჩის მიწურულს დიეგო სიმეონემ „წითლების“ გულშემატკივართან საჩხუბრად გაიწია და წითელი ბარათიც მიიღო.
„ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ვირჯილ ვან დაიკის გოლის შემდეგ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას შუა თითი უჩვენა.
რას ამბობს სიმეონე:
„მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ მე სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო და ავიტანო ყველაფერი - გინებაც და შეურაცხმყოფელი ჟესტებიც... შეურაცხყოფაზე ჩემი რეაქცია გაუმართლებელია, მაგრამ თქვენ არ იცით, როგორია, როდესაც ეს 90 წუთის განმავლობაში გესმის. მსაჯმა მითხრა, რომ ჩემი ესმის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ „ლივერპული“ სიტუაციაში გაერკვევა და დაადგენს ამ გულშემატკივრის ვინაობას“.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ატლეტიკო“ „აინტრახტს“ დაუპირისპირდება, დიეგო სიმეონე კი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.