კილიან მბაპე, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

მარტივად და სენსაციების გარეშე - საფრანგეთი 1/8 ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში, საფრანგეთის ნაკრები ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა, რითაც 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

დიდიე დეშამის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და ლოგიკურადაც გაიმარჯვა. დღევანდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, რომელმაც 45-ე და 74-ე წუთებზე გამოიჩინა თავი და ბომბარდირთა დავაში 6 გოლით ლეო მესის გაუთანაბრდა. ფრანგი და არგენტინელი ვარსკვლავები ახლა 1-2 ადგილებს ინაწილებენ. ამასთან, მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატებზე 18 გოლი დაუგროვდა და მიროსლავ კლოზეს გადაასწრო. ფრანგი შემტევი ამ შემთხვევაშიც ლიონელ მესის გაუთანაბრდა და პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ. კილიანის გარდა, დღევანდელ შეხვედრაში თავი ბრედლი ბარკოლამაც გამოიჩინა.

საფრანგეთის ნაკრები 1/8 ფინალში პარაგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელებმა 1/16 ფინალში გერმანიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს და გათამაშებას გამოთიშეს. საფრანგეთისა და პარაგვაის ნაკრებების დაპირისპირება 5 ივლისს, საქართველოს დროით 01:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი და პენალტების სერია - მაროკო ნიდერლანდებს გასცდა
დრამატული მატჩი და პენალტების სერია - მაროკო ნიდერლანდებს გასცდა