რონალდ კუმანი, კოდი გაკპო, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

დრამატული მატჩი და პენალტების სერია - მაროკო ნიდერლანდებს გასცდა

მექსიკის ქალაქ მონტერეიში ნიდერლანდებისა და მაროკოს 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა. პირველი სახიფათო მომენტი მე-19 წუთზე ნიდერლანდების კართან შეიქმნა, როცა კუთხურის შემდეგ ნეილ ელ აინაუი თავით ურტყამდა, თუმცა ბარტ ვერბრუგენმა ეს დარტყმა მოიგერია. ერთ წუთში სახიფათოდ ურტყამდა აშრაფ ჰაკიმი, თუმცა ისევ ვერბრუგენი იყო დამაჯერებელი.

44-ე წუთზე საქმეში ჩართვა უკვე მაროკოელთა მეკარეს ბონოს მოუწია, რომელმაც მიკი ვან დე ვენის დარტყმა მოიგერია, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ისმაელ საიბარის გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა.

მეორე ტაიმში მაროკოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, ჰაკიმიმ ჯერ ბურთი ხარიხას გაარტყა, რამდენიმე წუთში კი მას ახლო მანძილიდან ვან დე ვენმა არ დაარტყმევინა. ანგარიში 72-ე წუთზე ნიდერლანდელებმა გახსნეს: ცვლილებაზე გამოსულმა ვოუტ ვეგჰორსტმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, კრისენსიო სამერვილის პასით კი კოდი გაკპომ მუნდიალზე თავისი მესამე გოლი გაიტანა. მაროკოელებმა წონასწორობა 91-ე წუთზე აღადგინეს, როცა ჩემსდინ თალბის ჩაწოდების შემდეგ გოლი ისა დიოპმა გაიტანა.

დამატებით დროში მაროკოს დაწინაურება სუფიან რაჰიმის შეეძლო, თუმცა ნიდერლანდები ისევ ვერბრუგენმა გადაარჩინა. საბოლოოდ, მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა.

კოოპმაინერსმა პირველი პენალტი გაიტანა, ელ აინაუის დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა. ძელს გაარტყა ბურთი კლუივერტმა, რაჰიმის კი ძალიან გაუმართლა, როცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ვერბრუგენს მოხვდა და კარში შევარდა. ვეგჰორსტისა და თალბის დარტყმები ზუსტი იყო - 2:2. ქუენტინ ტიმბერმა პენალტი კარს ააცილა, თუმცა ჰაკიმის დარტყმული ბურთიც ძელს მოხვდა. ბონომ სამერვილის დარტყმა მოიგერია, გადამწყვეტი პენალტი კი საიბარიმ ზუსტად შეასრულა და აფრიკელები 1/8-ფინალში გაიყვანა, სადაც მაროკოს მეტოქე კანადა იქნება. ეს მატჩი 4 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

პენალტების სერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ბრაზილია 1/8 ფინალშია
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - ბრაზილია 1/8 ფინალშია