გრემ პოტერი
Aa
Aa

„იდეალურად რომც გვეთამაშა, არ მგონია, საკმარისი ყოფილიყო“ | გრემ პოტერი საფრანგეთზე

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა საფრანგეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 0:3 წააგო. სკანდინავიელთა დამრიგებელმა „ლე ბლე“ შეაქო და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა, იდეალური თამაშიც არ ყოფილიყო საკმარისი.

„საუკეთესო გუნდა გაიმარჯვა. ვულოცავ საფრანგეთს. ვფიქრობ, თამაშის თვალსაზრისით იდეალურად უნდა გვეასპარეზა და ასეც რომ გვეთამაშა, გულახდილად გეტყვით, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკმარისი იქნებოდა, რადგან ძალიან მაღალი დონის მეტოქე გვყავდა.

მოთამაშეებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მატჩის შემდეგ მათ ვუთხარი, რომ საფრანგეთთან მარცხს სირცხვილად არ მივიჩნევ — საფრნაგეთი საუკეთესო გუნდია და რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავს. თუ გადავხედავთ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების კარიერასა და მიღწევებს და მათ ჩვენსას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ჩვენ ვართ ახალგაზრდა, განვითარებადი გუნდი, რომელსაც, იმედი მაქვს, წინ ბევრი კარგი რამ ელის.

ვფიქრობ, შესანიშნავი ტურნირი გვქონდა, მუნდიალი დაგვეხმარა გაზრდასა და სწავლაში. ნიდერლანდებთან მარცხის (1:5) შემდეგ გონს მოსვლა და იაპონიასთან მატჩში საჭირო ქულის მოპოვება (1:1) მოთამაშეებისთვის ფანტასტიკური იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე ათზე მეტი დებიუტანტი გვყავდა, ეს კი არსებითი განსხვავებაა საფრანგეთის ნაკრებთან შედარებით. ასე რომ, ამ გამოცდილების წყალობით აუცილებლად უკეთესები გავხდებით. გვაქვს გამოცდილება, ვიგებთ, ვაგებთ, ვიზრდებით როგორც გუნდი, როგორც პიროვნებები. ვფიქრობ, დღევანდელ მატჩს სწორედ ასე უნდა შევხედოთ.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების მხრიდან დუბლით კილიან მბაპე გამოირჩა, ხოლო ერთი გოლი ბრედლი ბარკოლას ანგარიშზეა. დიდიე დეშამის გუნდის მომდევნო მეტოქე პარაგვაის ნაკრებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც ექიმმა, ამ გადაწყვეტილებას ტაში უნდა დავუკრა“ - ესპანელი ექიმი ილიას დაზიანებებს აფასებს
„როგორც ექიმმა, ამ გადაწყვეტილებას ტაში უნდა დავუკრა“ - ესპანელი ექიმი ილიას დაზიანებებს აფასებს