ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„ტყუილად გარბიხარ, ქამარს მაინც წაგართმევ“ - ჩიმაევი რემატჩს ითხოვს

UFC-ის ხელმძღვანელებს დიდი იმედი ჰქონდათ იმისა, რომ საშუალო წონით დივიზიონში ხამზატ ჩიმაევისა და შონ სტრიკლენდის დაპირისპირება იმაზე დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, ვიდრე თავის დროზე ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლას ახლდა, თუმცა მსგავსიც არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, სტრიკლენდმა ჩიმაევს საჩემპიონო ტიტულის წართმევის შემდეგ მოუბოდიშა იმ შეურაცხმყოფელი ფრაზების გამო, რომელსაც მის მიმართ იყენებდა. ახლა ჩიმაევი ქამრის დაბრუნებისთვის არის განწყობილი და რემატჩს აქტიურად ითხოვს.

ხამზატ ჩიმაევი

შონ სტრიკლენდს მოვუწოდებ - ბრძოლას დათანხმდეს და ნუ გარბის, რადგან მას ნებისმიერ შემთხვევაში დავამარცხებ. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მალე ისუნთქებს თავისუფლად. ჩემპიონობა მძიმე ტვირთია, რომლის ტარებასაც ბევრი არ იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ახლა ყველა სულმოთქმელად ელოდება საშუალო წონითი დივიზიონის მორიგ საჩემპიონო ბრძოლას, თუმცა აქ უკვე ნასურდინ იმავოვიც ფიგურირებს, რომელიც აცხადებს, რომ UFC-ის ხელმძღვანელები შეჰპირდნენ, რომ სტრიკლენდის მომდევნო მეტოქე სწორედ ის იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანი თუ ომალი? ნებისმიერისთვის მზად ვარ“ - მერაბმა მომავალ ჩხუბზე ისაუბრა
„იანი თუ ომალი? ნებისმიერისთვის მზად ვარ“ - მერაბმა მომავალ ჩხუბზე ისაუბრა