ნიკოლოზ უგრეხელიძე
Aa
Aa

ოფიციალურად - ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს

„დინამო თბილისის“ კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქულ „ქარაგუმრუქში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისური კლუბი ავრცელებს.

მხარეები 1-წლიან იჯარაზე შეთანხმდნენ, თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

21 წლის მცველი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, „დინამოელთა“ პირველი გუნდის შემადგენლობაში კი 40-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ნიკოლოზმა 21 წლამდე ნაკრების მაისური 9-ჯერ მოირგო.

აქვე გეტყვით, რომ „ქარაგუმრუქი“ თურქეთის სუპერლიგაში წელს აღზედვა - გუნდმა პირველი ლიგის გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულა და უმაღლესი დივიზიონის საგზური პლეიოფში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოთო მამაგეიშვილი იბერიაში არ დაბრუნდება | გიზის ტრანსფერზე აგენტი მუშაობს
ოთო მამაგეიშვილი იბერიაში არ დაბრუნდება | გიზის ტრანსფერზე აგენტი მუშაობს