აბუაშვილი ნისლიან ალბიონზე? - ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტერესია
TEAMtalk-ის ჟურნალისტის, რუდი გალეტის ინფორმაციით, გიორგი აბუაშვილმა „ბრისტოლ სიტისთან’’ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ფეხბურთელს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რამაც სხვა კლუბებს მისცა შესაძლებლობა, რომ მისთვის ბრძოლაში ჩართულიყვნენ. ლა ლიგის კლუბებმა „ელჩემ'', „ესპანიოლმა'' და „ხეტაფემ'' მისი დამატების დიდი სურვილი გამოხატეს. ფეხბურთელს სურს მისი კარიერისთვის სწორი პროექტი შეარჩიოს, რაც პროგრესში დაეხმარება.
ფეხბურთელის გარემოცვასა და „ბრისტოლის'' წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გასული სეზონის მიმდინარეობისას, გაზაფხულზე შედგა. „ბრისტოლ სიტი’’ ჩემპიონშიფში თამაშობს, გასულ სეზონში მე-6 ადგილზე გავიდა, პრემიერ ლიგაში აღზევებასთან ახლოს იყო, თუმცა ფლეი-ოფში დამარცხდა.
ასევე გეტყვით, რომ ფრანგული Le Télégramme-ს ცნობით, საფრანგეთის ლიგა 2-ის „გენგამი’’ გიორგი აბუაშვილს უმიზნებს. 22 წლის ქართველ გარემარბს უგო პიკარდის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც კარიერას MLS-ში გააგრძელებს.