ლოთარ მათეუსი, მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ნოიერი მათეუსზე წინ - ბაიერნის მეკარემ მეასედ მოიგო

„ჩელსისთან“ (3:1) შეხვედრა მანუელ ნოიერისთვის დასამახსოვრებელი მხოლოდ „ბაიერნის“ გამარჯვებით არ იქნება - 39 წლის ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ ორი რეკორდი დაამყარა და თუ უახლოეს მომავალში კარიერას არ დაასრულებს, რითაც ბუნებრივია გერმანული ფეხბურთის ყველა მოყვარულს გულს დასწყვეტს, კიდევ უამრავი ისტორიული მიღწევის ავტორად მოგვევლინება.

39 წლის და 174 დღის ნოიერი გახდა „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რითაც ლეგენდარული ლოთარ მათეუსის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 1999-2000 წლების სეზონში 38 წლის და 353 დღის ასაკში იასპარეზა. მანუს რეკორდი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა, რადგან გუშინდელი თამაში მისთვის ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მეასე გახლდათ და ახლა მასზე წინ მხოლოდ იკერ კასილიასი (101), ტომას მიულერი (110) და კრიშტიანუ რონალდუ (115) არიან.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა „ბაიერნის“ რიგებში 12-ჯერ ბუნდესლიგა, 5-ჯერ ქვეყნის თასი, 7-ჯერ გერმანიის სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის სუპერთასი და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სათამაშო დღის საუკეთესო გოლი - UEFA-მ ხვიჩა გამოარჩია
სათამაშო დღის საუკეთესო გოლი - UEFA-მ ხვიჩა გამოარჩია