ბორალო: ჩიმაევმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს, თუ ქამარს მოიგებს
UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, კაიო ბორალომ ხამზატ ჩიმაევზე ილაპარაკა.
მისი თქმით, ჩეჩენმა მებრძოლმა შესაძლოა UFC 319-ზე გამოსვლის შემდეგ, კარიერა დაასრულოს.
„მსმენია ვიღაცებისგან, რომ თუ ხამზატმა ქამარი მოიპოვა, შესაძლოა მან კარიერა დაასრულოს. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ასეთი ჭორი არსებობს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ასევე დიდი ზეწოლაა თავისი ქვეყნიდან. მას ისედაც უკვე ბევრი ფული აქვს“, - თქვა ბორალომ.
შეგახსენებთ, რომ ჩიმაევი 17 აგვისტოს დრიკუს დუ პლესის დაუპირისპირდება, რომელიც UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონია.
შეგახსენებთ, რომ დუ პლესი ქმარს 2024 წლის იანვრიდან ფლობს. მას შემდეგ მან ტიტული ორჯერ წარმატებით დაიცვა.
რაც შეეხება ჩიმაევს, ის წინ ჯერჯერობით დაუმარცხებლად მიიწევს და ბოლოს გასული წლის ოქტომბერში, რობერტ უიტაკერს აჯობა. აღსანიშნავია, რომ ის ტიტულისთვის პირველად იჩხუბებს.