დაჩი ლორთქიფანიძე
Aa
Aa

სერია A-ში დებიუტს ველი | ლორთქიფანიძემ იტალიურ კარიერაზე ისაუბრა

იტალიური „კრემონეზესა'' და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა დაჩი ლორთქიფანიძემ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ იტალიურ კარიერაზე ისაუბრა. მან გასულ ზაფხულში შეკრება „კრემონეზეს'' პირველ გუნდთან ერთად გაიარა და მთავარ მწვრთნელ დავიდე ნიკოლას მისი თამაში მოსწონს.

დაჩი ლორთქიფანიძე: „მაქვს იმედი, რომ სერია A-ში ვითამაშებ. ჩემზეა დამოკიდებული თუ რამდენად დავუმტკიცებ მწვრთნელს, რომ სერია A-ში თამაში შემიძლია. ვიცი რომ პოტენციალი მაქვს, ჩემზეა დამოკიდებული, ვარჯიშებზე თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. დროის ფაქტორია ჩემი აზრით. არ ვიცი რამდენად მალე, მაგრამ სერია A-ში დებიუტს ველი და ძალიან მიხარია ამ სიტუაციაში ყოფნა.

მთავარ მწვრთნელ დავიდე ნიკოლას რამდენჯერმე ვესაუბრე, მისი აზრი ვიცი, ვიცი რომ მოვწონვარ. ვიცი რომ ეს დრო და შანსები უნდა გამოვიყენო’’.

შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის საწყის ორ ტურში „კრემონეზემ'' 6 ქულა მოიპოვა, ჯერ გასვლაზე „მილანი'' დაამარცხა (1:2), შემდეგ კი შინ „სასუოლოს'' მოუგო (3:2). დავიდე ნიკოლამ 20 წლის ქართველი საყრდენი ორივე მატჩის განაცხადში შეიყვანა. ვიმედოვნოთ, რომ იტალიელი სპეციალისტი უახლოეს პერიოდში ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დროს მისცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა გაიაზრა ვილიმ? კვარას 100%-იანი სიტყვა! | ც9
რა გაიაზრა ვილიმ? კვარას 100%-იანი სიტყვა! | ც9