გაბრიელ სიგუა
Aa
Aa

ჩემი მიზანი განვითარება იყო | სიგუა ბაზელიდან ლოზანაში იჯარით წასვლაზე

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩისწინა დღეს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში'' პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელთან ერთად გაბრიელ სიგუა ესწრებოდა, რომელიც გასულ ზაფხულში „ბაზელმა'' „ლოზანაში'' გაანათხოვრა. გაბრიელს, რომელსაც „ბაზელში'' ტრავმები აწუხებდა და შემდეგ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ფორმის აღდგენის პროცესზე ვკითხე.

გაბრიელ სიგუა: „რთული პერიოდი გავიარე, 1 წელი ტრავმები მაწუხებდა. ნელ-ნელა ვბრუნდები, კლუბიც შევიცვალე. ჩემი აზრით კარგი გადაწყვეტილება მივიღე, „ბაზელში’’ სათამაშო დროის ნაკლებობას განვიცდიდი. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად განვითარებულიყავი და ამ განვითარებისთვის თამაში მჭირდებოდა. ვფიქრობ კარგი ნაბიჯი გადავდგი. ბედნიერი ვარ, რომ გუნდი კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში გავიდა და ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. სათამაშო დრო მივიღე და კლუბში ადაპტაცია კარგად წარიმართა. ვფიქრობ, ყოველდღიურად მოვუმატებ, თავს კარგად ვგრძნობ’’.

 

20 წლის შემტევი სტილის ნახევარმცველმა, რომელსაც „ბაზელთან’’ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს, „ლოზანაში’’ სამ მატჩის ჩატარება მოასწრო, სამივე შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა და მსაჯის მიერ დამატებული დროის გარეშე მინდორზე 72 წუთი გაატარა.

გაბრიელი 21-წლამდე ნაკრების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, მას ბოლო ორ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა. ასევე, ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სიაში იყო, თუმცა ვილი სანიოლმა ყველა მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე'' 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტიპური ცხრიანია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი | სვანაძემ დიეგო დეისაძეზე ისაუბრა
ტიპური ცხრიანია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი | სვანაძემ დიეგო დეისაძეზე ისაუბრა