ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა მისი სცენაა | ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდი და მიღწევები

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ და „ბაიერნმა“ საფეხბურთო სამყაროს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. მატჩში ცხრა გოლი გავიდა და ლუის ენრიკეს გუნდმა 5:4 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და კლუბის რეკორდი დაამყარა.

კვარაცხელიამ უსმან დემბელეს მიღწევა გააუმჯობესა. ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველაზე მეტი საგოლე მოქმედების (14) ავტორი სწორედ ფრანგი თავდამსხმელი იყო, რომელმაც ეს შედეგი 2024/25 წლების სეზონში დააფიქსირა. „კვარას“ უკვე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს და „ბაიერნთან“ მატჩში დემბელეს გადაუსწრო.

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის შეხვედრებში პსჟ-ის რიგებში კვარაცხელიაზე მეტი გოლი მხოლოდ კილიან მბაპეს (14) და უსმან დემბელეს (11) აქვთ გატანილი.

კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ახალი ფორმატის შემოღების შემდეგ ყველა ეტაპზე გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პლეიოფის ეტაპზე ხვიჩას 9 საგოლე მოქმედება აქვს გაფორმებული (7 გოლი, 2 საგოლე გადაცემა), რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე დეზირე დუე და ხულიან ალვარესი იმყოფებიან — 7 საგოლე მოქმედებით.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის წარმომადგენელი გუნდების ფეხბურთელებს შორის აპრილში კვარაცხელიას, დემბელესა და ჰარი კეინს ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება აქვთ — 8. მეორე ადგილზე მარკუს ტურამია — 7.

2003/04 წლების შემდეგ „კვარა“ მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. მის გარდა ეს ლიონელ მესის (2011/12 და 2014/15), კრიშტიანუ რონალდუს (2014/15), რობერტო ფირმინოს (2017/18), რაფინიას (2019/20) და რობერტ ლევანდოვსკის (2019/20) გაუკეთებიათ.

„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიაზე მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ ჰარი კეინს აქვს. ინგლისელი თავდამსხმელის ანგარიშზე 21 საგოლე მოქმედებაა, „კვარას“ კი 20 აქვს (13 გოლი, 7 ასისტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დაუძახეთ მას ჩე გე-კვარა“ - ფრანგული მედია ხვიჩაზე
“დაუძახეთ მას ჩე გე-კვარა“ - ფრანგული მედია ხვიჩაზე