რონალდუს ისტორიული მიღწევა - პორტუგალიამ უნგრეთს მოუგო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალია უნგრეთს სტუმრად დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
ანგარიში 21-ე წუთზე ვარგამ გახსნა. 36-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში, პორტუგალიელებმა ზეწოლა გაზარდეს და 58-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. 84-ე წუთზე ვარგამ დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გუნდები ქულებს გაიყოფდნენ, მაგრამ ჟოაუ კანსელუმ გაისროლა და მატჩს საბოლოო შედეგი 3:2 დააფიქსირა.
ცნობისთვის, ეს გოლი ლეგენდარული პორტუგალიელისთვის ისტორიული აღმოჩნდა. კრიშტიანუს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 39 გოლი დაუგროვდა და ამით კარლოს რუისის შედეგს გაუთანაბრდა. მათზე მეტი გოლი არავის აქვს გატანილი.
რონალდუს და რუსის შემდეგ 36 გატანილი გოლით ლიონელ მესი მოდის. შეგახსენებთ, რომ ალ ნასრის სუპერვარსკვლავმა პორტუგალიის ნაკრებში ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა გოლი.