კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ალკარასი უიმბლდონზე შეუჩერებელია | ზედიზედ მესამე ფინალი და დამარცხებული ფრიცი

კარლოს ალკარასი უიმბლდონის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. ნახევარფინალში ესპანელი ჩოგბურთელის მეტოქე ტეილორ ფრიცი იყო. შეხვედრა 2 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა და ალკარასმა ოთხ სეტში მოიგო - 6:4, 5:7, 6:3, 7:6(6).

ესპანელმა ჩოგბურთელმა მატჩი მაღალ დონეზე დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. საწყის პარტიაში ალკარასი საკუთარ მოწოდებაზე შესანიშნავი იყო და ფრიცს ბრეიკპოინტი არ ჰქონია - 6:4.

მეორე სეტის დიდი ნაწილი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ტაიბრეიკი უნდა დანიშნულიყო, თუმცა ფრიცმა ბრეიკპოინტი გამოიყენა. 6:5-ზე ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება ნულზე მოიგო და სეტი დახურა - 7:5.

მესამე პარტია ალკარასის უპირატესობით წარიმართა. კარლოსმა ორი ბრეიკი შეასრულა და სეტებში 2:1 დაწინაურდა. მეოთხე სეტში გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკის დანიშვნა გახდა საჭირო. კარლოსმა ტაიბრეიკი ბრწყინვალედ დაიწყო და 4:1 დაწინაურდა, თუმცა ფრიცმა ღირსეულად უპასუხა და 6:4-ზე, საკუთარ მოწოდებაზე ორმაგი სეტპოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და ზედიზედ 4 გათამაშება წააგო.

ცნობისთვის, ალკარასი იანიკ სინერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ნახევარფინალური დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდება. კარლოსი იტალიელს ურთიერთშეხვედრებში 8-4-ს უგებს, „ნოლესთან“ კი 3:5-ს აგებს. „კარლიტოსი“ უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
11 ივლისის სატრანსფერო ზონა
11 ივლისის სატრანსფერო ზონა