„უბრალოდ დაუჯერებელია“ - დენა უაითი თოფურიათი აღფრთოვანებულია
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა FULL SEND PODCAST-ში ილია თოფურიაზე ილაპარაკა.
უაითს კითხვა „ელ მატადორის“ ბოლო ჩხუბზე დაუსვეს, რაზეც მან აღფრთოვანებით ილაპარაკა.
„თოფურიას ბოლო ბრძოლა? საოცარი იყო, უბრალოდ დაუჯერებელი. გაკვირვებული ვარ, თუ არა მისი დომინირებით? კი. თქვა, რის გაკეთებას აპირებ და შემდეგ გააკეთო ეს, თან ისეთ მოწინააღმდეგეებთან, როგორებიც არიან ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ახლა ოლივეირა, უბრალოდ დაუჯერებელია“, - თქვა უაითმა.
Ilia Topuria's last three performances surprised Dana White ????????
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) July 11, 2025
"Calling the round, calling how he's gonna do it, and doing it to the guys that he's done it to is unbelievable — Volk, Holloway, and now Charles."
(???? @fullsendpodcast) pic.twitter.com/MWz6tuQ3tw
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე, თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
გეტყვით ასევე, რომ რომ ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.