ჰანსი ფლიკი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

COPE: დღეს ფლიკი ტერ შტეგენს შეხვდება და აუხსნის, რომ წასვლა მოუწევს

ესპანური COPE-ს ცნობით, დღეს ჰანსი ფლიკი მარკ ანდრე ტერ-შტეგენს შეხვდება და გერმანელი მეკარის მომავალიც გადაწყდება.

ესპანური გამოცემის ჟურნალისტი ელენა კონდისი ამბობს, რომ ტერ-შტეგენს დღეს აუხსნიან, რომ ის გუნდს აღარ სჭირდება და მას წასვლა მოუწევს.

აშკარაა, რომ ფლიკი ახალ სეზონში ჟოან გარსიას ნომერ პირველ მეკარედ მიიჩნევს, სათადარიგოდ კი ვოიცეხ შესნის. ტერ-შტეგენს კი მესამე მეკარის როლი ერგო, რაც რა თქმა უნდა არალოგიკურია, მისი დონის მოთამაშისთვის ასეთი პირობები მიუღებელია.

ტერ-შტეგენი ამ დრომდე პრესასთან საუბრისას ცალსახად აღნიშნავდა, რომ გუნდში რჩება და სხვა ვარიანტს არ განიხილავს, თუმცა COPE-ს ცნობით ვითარება შესაძლოა მალე შეიცვალოს.

დღეს, ესპანურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ხმაურიანი შენაძენისთვის ერთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშის გაყიდვა მოუწევს და ეს სწორედ ტერ-შტეგენი იქნება. თუ კლუბი ამ ოპერაციას თავს ვერ მოაბამს, ხმაურიანი შენაძენის გაკეთება ძალიან გაუჭირდება და კვლავ თავისუფალ აგენტებზე ან იჯარით გასაფორმებელ ფეხბურთელებზე იქნებიან ორიენტირებულნი.

მსგავსი სიახლეები