დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად | ლივერპულმა 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო

„ლივერპულმა“ დიოგუ ჟოტას ნომერი ხმარებიდან ამოიღო. პორტუგალიელი ფეხბურთელი „წითლების“ რიგებში 20-ნომრიანი მაისურით თამაშობდა და მერსისაიდელებმა თავიანთი გადაწყვეტილება ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.

„ეს იყო ნომერი, რომელსაც სიამაყით ატარებდა და ყველასგან გამოირჩეოდა. იგი გუნდს უამრავი წარმატებისკენ გაუძღვა და დიოგუ ჟოტა სამუდამოდ ჩვენი 20 ნომერი იქნება. დიოგუს მეუღლესთან, რუტესთან, და მის ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ, ლივერპული აცხადებს, რომ ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად, მისი ნომერი ხმარებიდან ამოღებული იქნება. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა დონეს, მათ შორის ქალთა კლუბსა და ლივერპულის აკადემიას.

ერთი მხრივ, ეს არის ნაბიჯი, რომლითაც აღვნიშნავთ თუ რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის ჟოტას ჩვენს წარმატებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში. მეორე მხრივ, ეს არის ნაბიჯი, რომელიც აღწერს თუ რამხელა გავლენა ჰქონდა მას თანაგუნდელებზე, კოლეგებსა და გულშემატკივრებზე“, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელი თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად ესპანეთში, ზამორას პროვინციაში იმყოფებოდა. მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ანდრე ჟოტაც - ის ასევე ფეხბურთელი იყო და პორტუგალიური „პენაფიელის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს
ოფიციალურად - ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს