უარი ბაიერნს | შტუტგარტი ვოლტემადეში 80 მილიონს ითხოვს
„შტუტგარტმა“ ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერთან დაკავშირებით მიუნხენის „ბაიერნის“ შეთავაზებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.
გამოცემის ჟურნალისტის, ხულიან აგარდის ცნობით, „რეკორდმაისტერმა“ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენის, ნიკ ვოლტემადეს სანაცვლოდ 40+5 მილიონი შესთავაზა, თუმცა „შვაბების“ აზრით, ეს თანხა საკმარისი არაა.
მეტიც, აგარდის ინფორმაციით, „შტუტგარტის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდერ ვერლე „ბაიერნის“ წარმომადგენლებთან პირად შეხვედრაზეც ამბობს უარს. „შტატგარტი“ ვოლტემადეს სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.
მანამდე ვოლტემადეს საკითხზე „შტუტგარტის“ მწვრთნელმა, სებასტიან ჰიონესმაც ისაუბრა: „ვოლტემადე ჩვენთან დარჩება. ახლა ის შვებულებაშია და მალე გუნდს შეუერთდება. ის ჩვენთვის საკვანძო ფეხბურთელია, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩვენს გეგმებში ვოლტემადემ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს“.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ვოლტემადესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სებასტიან ჰიონესის ბიძამ და „ბაიერნის“ ლეგენდამ, ული ჰიონესმა, რომელიც 2009-2019 წლებში კლუბის პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა. ული ჰიონესის თქმით, „ვოლტემადე ძალიან კარგი ფეხბურთელია და თუ ამ სეზონში არა, მომდევნო სეზონში მან აუცილებლად „ბაიერნის“ მაისური უნდა მოირგოს“.
ცნობისთვის, 23 წლის ვოლტემადე შემტევი ნახევარმცველისა და ფორვარდის პოზიციებზე თამაშობს. ის „ვერდერის“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა 2023 წელს „მუსიკოსებმა“ ის „შტუტგარტში“ გაყიდეს, სადაც ნიკმა 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა, გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატზე ფინალამდე მივიდა და 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.