„ეს არის თქვენი პასუხი“ - ვენგერი კლოპს მსოფლიოს საკლუბოზე არ ეთანხმება
არსენ ვენგერმა იურგენ კლოპის კრიტიკას უპასუხა, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გააკრიტიკა.
„ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა ტურნირს „ფეხბურთში განხორციელებული ყველაზე ცუდი იდეა“ უწოდა.
„ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და მე აბსოლუტურად არ ვიზიარებ კლოპის აზრს. ვფიქრობ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი აუცილებელია. თუ ტურნირში მონაწილე ყველა კლუბს ჰკითხავთ, 100%-ით მიიღებთ პასუხს, რომ მათ კვლავ სურთ აქ დაბრუნება. ეს არის საუკეთესო პასუხი იმაზე, თუ რას ფიქრობენ გუნდები ამ ახალ ტურნირზე.
მთავარი კითხვაა: მოსწონთ თუ არა ეს გულშემატკივრებს? მოსალოდნელი იყო, რომ დასწრება დაბალი იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ის გაცილებით მაღალია. ეს არის თქვენი პასუხი“,
- თქვა ვენგერმა, რომელიც ფიფას გლობალური განვითარების ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.
ვენგერის თქმით, შემდეგი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2029 წელს გაიმართება.