მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„რაც უფრო მალე ვიჩხუბებ, მით უკეთესი“ - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს, ჰანთერ კემპბელს შეხვდა. ამის შესახებ „მანქანა“ სოციალურ ქსელებში წერს.

„ბოსთან ერთად ვივახშმეთ. ვუთხარი, რომ რაც უფრო მალე ვიჩხუბებ, მით უკეთესი. დაელოდეთ სიახლეებს“, - წერს დვალიშვილი.

უდიდესი ალბათობით, დვალიშვილის შემდეგი მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება. „სენდმენი“ სუპერმსუბუქი წონის მე-4 ნომერია. მას MMA-ში გამართული 23 ბრძოლიდან 18 მოგება და 5 მარცხი აქვს.

შონ ომალისთან განმეორებითი ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა დაადასტურა, რომ ყველაზე დამსახურებულ კონტენდერად სენდჰეგენს მიიჩნევს, თუმცა როდის შეიძლება შედგეს მათი ბრძოლა, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უბრალოდ დაუჯერებელია“ - დენა უაითი თოფურიათი აღფრთოვანებულია
„უბრალოდ დაუჯერებელია“ - დენა უაითი თოფურიათი აღფრთოვანებულია