პიოტრ იანს დვალიშვილთან ან ომალისთან რემატჩი სურს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილთან ან შონ ომალისთან პოტენციურ რევანშზე ილაპარაკა.
„ჩემთვის არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მერაბი თუ შონი. მინდა მათთან კიდევ ერთხელ ვიჩხუბო“, - თქვა რუსმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ იანი 2023 წლის მარტში დაამარცხა, ხოლო მანამდე პიოტრი ომალისთან, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
რაც შეეხება იანის მომდევნო ჩხუბს, ის 26 ივლისს, აბუ-დაბიში მარკუს მაკგის დაუპირისპირდება.
32 წლის რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 5 მარცხია. ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში. UFC Fight Night 248-ზე, დეივისონ ფიგერედოსთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.