„მალე სიახლეებს შეიტყობთ“ - მახაჩევი ბაქოში ჩავიდა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს გვიან ღამით, UFC-ის ივენთი პირველად შედგება და ბუნებრივია, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულების ყურადღება ჩვენი მეზობელი ქვეყნისკენ არის მიპყრობილი. ღონისძიების მონაწილე სპორტსმენების გარდა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ბუნებრივია მოექცა ისლამ მახაჩევი. ყველა წონითი დივიზიონის საერთო რეიტინგის ლიდერი ბაქოში გუშინ ჩავიდა და მოკლე კომენტარი გააკეთა.
ისლამ მახაჩევი
ბაქო არაჩვეულებრივი ქალაქი ყოფილა. UFC-ის ღონისძიება აქ პირველად იმართება და აზერბაიჯანში მეც პირველად ვიმყოფები. სიმართლე გითხრათ, ტაგირ ულანბეკოვის საგულშემატკივროდ ვარ ჩამოსული, თუმცა ყველა მებრძოლს წარმატებას ვუსურვებ. ჩემს გულშემატკივრებს კი ვეტყვი, რომ მალე სასიამოვნო და დიდ სიახლეს შეიტყობენ.
მახაჩევის მინიშნება ძალიან დიდი ალბათობით მის მომდევნო ბრძოლას ეხებოდა, რომელსაც ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ავსტრალიელ ჩემპიონთან, ჯეკ დელა მადალენასთან გამართავს და წარმატების შემთხვევაში UFC-ში თავის სასარგებლოდ ზედიზედ მე-16 ჩხუბს დაასრულებს.