ლიონელ მესი, პირს მორგანი
Aa
Aa

„ყველა დროის საუკეთესო არგენტინელიც არ არის“ - მორგანმა მესიზე ისაუბრა

ცნობილი ჟურნალისტი და სატელევიზიო წამყვანი პირს მორგანი, რომელიც „არსენალის“ დიდი გულშემატკივარია, ლიონელ მესის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად არასოდეს მიიჩნევდა. მიზეზი მარტივია, მას კრიშტიანუ რონალდუსთან ახლო მეგობრობა აკავშირებს, რაც პორტუგალიელმა სათანადოდ დაუფასა და როდესაც რამდენიმე წლის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება მეორედ მოუწია, ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ მორგანს მისცა, რამაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მორგანი ტელევიზიის საშუალებით უამრავ გადაცემას ამზადებს. მისი ბოლო ჩანახატი კი დიეგო მარადონას ეძღვნებოდა და როდესაც ეთერში გავიდა ვიდეო, სადაც ფეხბურთის უგვირგვინო მეფედ წოდებული ლეგენდარული ათიანი „ნაპოლის“ ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე ბურთთან ერთად საოცრად ხურდება, პირსმა საჯაროდ განაცხადა, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი კი არა, ყველა დროის საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელიც არ არის, რადგან ვისაც მარადონას თამაში ერთხელ მაინც უნახავს, საკუთარ თავს ვერ მისცემს უფლებას, რომ ლეო მას ამჯობინოს.

ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მესის მხარდამჭერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თავად ლეოსგან კი რეაქცია მოსალოდნელიც არ არის, რადგან მსგავს რაღაცეებს ყურადღებას ის არასოდეს აქცევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის მაგია და ბრწყინვალე საჯარიმო | ინტერ მაიამიმ პორტუს მოუგო
მესის მაგია და ბრწყინვალე საჯარიმო | ინტერ მაიამიმ პორტუს მოუგო