თოფურია: ვის აინტერესებს მახაჩევი? დაღესტანშიც კი
ილია თოფურიას მიაჩნია, რომ მახაჩოვის ბრძოლები სანახაობრივი არ არის და მაყურებელს ის არ იზიდავს.
„ვის აინტერესებს ისლამი? დაღესტანშიც კი. მას იქაც არავინ უყურებს, ორი სიტყვის გადაბმა და თქმაც არ შეუძლია. როცა ის ჩხუბობს დაღესტანში იმ დროს სძინავთ და შედეგს დილით ნახულობენ.
აი, რას ვფიქრობ: პედი პიმბლეტთან ჩემი ბრძოლა, ჩემი და მახაჩევის ბრძოლაზე დიდია. ისლამს არავინ უყურებს, ხალხი დასაძინებლად მიდის, როცა ის გამოდის“.
- განაცხადა თოფურიამ.
ილიამ ჩარლზ ოლივეირაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწრაფ ნოკაუტს ელის.
„ჩარლზი წინ მიდის. მე არ მომიწევს მასთან დისტანციის გავლა. მას პირველივე რაუნდში გავთიშავ“.
შეგახსენებთ, რომ თოფურია 29 ივნისს, UFC 317-ის მთავარ ღონისძიებაზე ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ისინი მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.