დენიელ კორმიე, ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

კორმიე: დროა ჯონ ჯონსს ტიტული ჩამოართვათ

UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ლეგენდარული დანიელ კორმიემ თავის იუთუბ არხზე ჯონ ჯონსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკელს საჩემპკონო ქამარი უნდა ჩამოართვან, რადგან ტომ ასპინალს აშკარად გაურბის.

„დროა ჯონ ჯონსს ტიტული ჩამოართვათ. ის არ აპირებს ტომ ასპინალთან ბრძოლას. ის არ აპირებს რვაკუთხაში შესვლას. ეს ყველაფერი ასე გამოიყურება. დროა ქამარი ჩამოართვათ.

ჩვენ უნდა გზა უნდა განვაგრძოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ის „ქავილი“, რომელზეც ის საუბრობს, დაბრუნდება. და თუ ასეა, მაშინვე უნდა ჩავნიშნოთ ჯონსისა და ასპინალის ბრძოლა. როგორც ჩანს, სხვა არჩევანი არ არის“,

- თქვა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა დანიელ კორმიემ.

„ახლა ჩხუბი არ მაინტერესებს, როცა ქავილი დაბრუნდება, თუ დაბრუნდება, მაშინ მზად ვიქნები საბრძოლველად“.

- თქვა გუშინ ჯონსმა, რასაც კორმიეს დღევანდელი განცხადება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა, სადაც სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC ბაქოში - მებრძოლებმა წონა ჩააბარეს
UFC ბაქოში - მებრძოლებმა წონა ჩააბარეს