„უმარს ჩემთან რევანშისთვის კიდევ ერთი მოგება სჭირდება, ან ორი, ან სამი“
სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო განმეორებით მატჩზე ისაუბრა.
„რევანშის მოსაპოვებლად უმარს კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება. ან ორი. ან სამი. ვნახოთ. მე აქ ვარ, აქტიურად ვემზადები. თუ UFC-ის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს მისთვის სატიტულო ბრძოლის მიცემას, მაშინ მზად ვიქნები. დაველოდოთ როცა ეს მოხდება",
- განაცხადა UFC-ის ბანტამ წონაში ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ კორი სენდჰეგენი სახელდება.
რაც შეეხება უმარს, მან რამდენიმე დღის წინ დვალიშვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ჩვეულ სტილს არ უღალატა.
„დვალიშვილს კონკრეტული მეტოქისთვის მომზადება შეუძლია და სულელური, უხეში ძალა აქვს. მერაბი ისე ჭიდაობს, მოწინააღმდეგის გაჩერება არ სჭირდება. გრეპლინგის უნარებს ვერ გვაჩვენებს და არ შეუძლია, მეტოქე პარტერში დატოვოს და გააკონტროლოს. ის უბრალოდ ზეწოლას ახორციელებს. ვფიქრობ, 2025 წელს საჩემპიონო ქამარს ვერავინ წაართმევს. თუ კარიერა არ დაასრულა, მასთან რევანშის აღება მინდა“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის ბრძოლა იანვარში UFC 311-ზე შედგა. მერაბმა არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.