დონეცკის შახტარი, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

წინასასეზონო მომზადება - აზაროვი და გოჩოლეიშვილი განაცხადში არიან

რამდენიმე დღეში დონეცკის შახტარი მომავალი სეზონისთვის მომზადებას დაიწყებს. უკრაინული კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არდა თურანმა 31-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილს და ირაკლი აზაროვს ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის შახტარის საკუთრებაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძეა, რომელმაც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა და ის ახლა შეკრებაზე არ იმყოფება.

ასევე უცნობია მისი მომავალი. არის შანსი, რომ ქართველი ცენტრალური მცველი კვლავ იჯარის წესით სხვა გუნდში ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი გიორგი გოჩოლეიშვილმა იჯარის წესით კოპენჰაგენში გაატარა, მაგრამ ახლა ის შახტარში დაბრუნდა.

ასევე შეგახსენებთ, ირაკლი აზაროვი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, უკრაინული გუნდი მომავალ სეზონში არდა თურანის ხელმძღვანელობით ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მათი პირველი მეტოქე ფინური ლივსი გახლავთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაძლიერება ჩემპიონთა ლიგის წინ | იბერიას ორი ახალწვეული ჰყავს
გაძლიერება ჩემპიონთა ლიგის წინ | იბერიას ორი ახალწვეული ჰყავს