ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბეშიქთაშმა ზურიკოზე უარი თქვა | ამის მიზეზი სენტ-ეტიენის მოთხოვნილი თანხაა

„ბეშიქთაში“ ზურიკო დავითაშვილისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ქართველ ფეხბურთელს თურქულ კლუბს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, სიტუაცია შეიცვალა.

Türkiye Gazetesi-ის ცნობით, „ბეშიქთაშმა“ დავითაშვილის ტრანსფერზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც „სენტ-ეტიენის“ პოზიცია შეიტყო. „მწვანეებს“ ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურთ და ეს თანხა „შავ-თეთრებისთვის“ ძალიან დიდია.

„ბეშიქთაში“ ერთადერთი თურქული კლუბი არაა, რომლის ინტერესის სფეროშიც დავითაშვილი მოექცა. ცოტა ხნის წინ, დაიწერა, რომ მის გადაბირებაზე „გალათასარაი“ ფიქრობდა, მაგრამ „გალას“ მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ადგილი არ ჰქონია. „გალათასარაისთან“ ერთად „რენსა“ და „სტრასბურგზე“ დაიწერა, მაგრამ „მწვანეებს“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღიათ და მათ არც არავინ დაჰკავშირებია.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 34 მატჩში თავი 9 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა, „მწვანეებთან“ კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ღამის კლუბში კაცი დაანოკაუტა | კონორ მაკგრეგორის სკანდალური ვიდეო
ღამის კლუბში კაცი დაანოკაუტა | კონორ მაკგრეგორის სკანდალური ვიდეო