ლაშა ბექაური
Aa
Aa

სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე | ლაშა ბექაური კენი კომი ბედელთან დამარცხდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეხუთე დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯუდოკები გავიდნენ ტატამიზე და საქართველოს ნაკრების ღირსებას ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური იცავენ.

ბექაურმა პირველ მატჩში ალიაქსანდრ სიდორიკი დაამარცხა, მომდევნო შეხვედრა კი კენი კომი ბედელის წინააღმდეგ გამართა და სერიოზული სენსაცია ვიხილეთ. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიო პირველობას გამოეთიშა და ბედელთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ბექაურს მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული არ აქვს. შარშანდელი მსოფლიო პირველობა მან გამოტოვა, 2023 წელს კი ფინალში ლუკა მაისურაძესთან დამარცხდა. მაისურაძეც რაც შეეხება, ლუკამ ვუგარ ტალიბოვს მოუგო, შემდეგ კრისტიან პარლატის აჯობა, მომდევნო შეხვედრაში დავიდ კლამერტი დაამარცხა და მეოთხედფინალშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეიმარი ხვიჩასნაირ სამუშაოს ვერ შეასრულებდა“ | სიომინი ახალ და ძველ პსჟ-ზე
„ნეიმარი ხვიჩასნაირ სამუშაოს ვერ შეასრულებდა“ | სიომინი ახალ და ძველ პსჟ-ზე