ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

უტა აბეს აჯობა - ლიპარტელიანის ტრიუმფი და გუჯეჯიანის პრიზი

ეთერ ლიპარტელიანისთვის 2025 წელი კარიერაში საუკეთესო იყო, რაც სათანადოდ დაუფასდა. დღეს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ წლის გალა დაჯილდოების ცერემონიალზე, 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. მთავარი პრიზი ბუნებრივია პლანეტის წლის საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დასახელება გახლდათ, რომლის გამოკითხვაშიც ეთერმა თვით იაპონელ უტა აბესაც აჯობა და პრიზი სრულიად დამსახურებულად ჩაიბარა.

 

ქართველი მსოფლიოს ჩემპიონისთვის ყველაფერი ამით არ დასრულებულა და მან „წლის მომენტის“ ნომინაციაშიც გაიმარჯვა, როგორც პირველმა ქართველმა ქალმა პლანეტის ჩემპიონმა. რაც შეეხება კიდევ ერთ ჯილდოს, სადაც ქართულმა ძიუდომ აღიარება მოიპოვა, ეს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაცია გახლდათ, რომლის ტრიუმფატორიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის დამრიგებელი ლაშა გუჯეჯიანი და ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ქართველი ძიუდოისტებიდან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა მოიპოვა და ეს ეთერ ლიპარტელიანი გახლდათ, ხოლო ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის შერეული გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილება განაცხადში - ბექაური ტატამს უბრუნდება
ცვლილება განაცხადში - ბექაური ტატამს უბრუნდება