არბელოა: “მბაპეს დისკომფორტი ჰქონდა, კარვახალის დაბრუნებით ბედნიერი ვარ“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა სოსიედადს უმასპინძლა და მარტივად 4:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ კომენტარი გააკეთა.
არბელოა:
„ვინისიუსი უკვე ძალიან დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობს. ის არის მოთამაშე, რომელიც მეტოქეებზე დიდ ზეწოლას ახდენს და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გაგვიმართლა, რომ ის რეალის ფეხბურთელია. მბაპეს მცირე დისკომფორტი ჰქონდა და რისკზე არ წავედით. გვინდა, რომ მან ლისაბონში ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.
კარვახალმა ძირითადი შემადგენლობისკენ ნაბიჯი დღეს გადადგა. ძალიან მომეწონა სტადიონიდან მიღებული ოვაციები და იმედი მაქვს, რომ ის გუნდს დაეხმარება. დანის დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. ტრენტს არ გავუკვირვებივარ, ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია.
დღეს დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა პირველი ნახევარი უკეთესი იყო. მეტოქის ნახევარზე უფრო თავისუფლად გამოვიყურებოდით და ბურთით სწრაფად გადავაადგილდებოდით. წინ ბენფიკასთან მატჩია და სრული კონცენტრაცია გვმართებს.“
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის მხრიდან ორი გოლი ვინისიუსმა გაიტანა. თითო გოლი კი ფედე ვალვერდეს და გონსალო გარსიას ანგარიშზეა.
ბენფიკასა და რეალის დაპირისპირება 17 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.