ირაკლი დემეტრაშვილი
Aa
Aa

უმედლო ტურნირი - კრახი პარიზის გრანდ სლემზე

გუშინდელის მსგავსად, ქართველი ძიუდოისტებისთვის დღევანდელი საშეჯიბრო დღეც წარუმატებელი აღმოჩნდა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ პარიზის გრანდ სლემზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა, რაც ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა. ამჯერად ტატამიზე ექვსი ქართველი ვიხილეთ და მათგან ყველაზე ახლოს მედალთან ირაკლი დემეტრაშვილი გახლდათ, თუმცა მძიმე წონითი კატეგორიის რეპეშაჟის ფინალში ის სამხრეთ კორეელ მინჯონგ კიმთან დამარცხდა და ბრინჯაოს გარეშე დარჩა.

ბრინჯაოსთვის იბრძოდა კოტე კაპანაძე (81 კგ), თუმცა დამაშვიდებელი წრის პირველივე მატჩში დამარცხდა და შეჯიბრება მეშვიდე პოზიციაზე დაამთავრა. ზაურ დვალაშვილმა (81 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ნიკა ხარაზიშვილმა (100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) კი, გრანდ სლემზე მედლისთვის ბრძოლას შედარებით ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის დედაქალაქში ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ სამი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), თორნიკე გიგაური (66 კგ) და გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) გამოვიდა, მაგრამ ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავდათუაშვილმა პარიზში ვერ იჭიდავა - მიზეზი უკვე ცნობილია
შავდათუაშვილმა პარიზში ვერ იჭიდავა - მიზეზი უკვე ცნობილია