იპონი 1 წუთში - დავლაძის ბრინჯაო ევროპის ღია პირველობაზე
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
-90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოს დავლაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში მასპინძელი ანტონ დიმიტროვი შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთში იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლამდე, ნიკოლოზ დვალაძემ მონტენეგროელ, ავსტრიელ და ხორვატ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი ბერძენ ათანასიოს მილონელისთან დათმო.