ბარსელონა, ნიუკასლი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: “შესვენებაზე მიცემულმა მითითებებმა ყველაფერი შეცვალა“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში ბარსელონამ ნიუკასლს უმასპინძლა და 7:2 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.

ფლიკი:

„პირველი ტაიმი ძალიან რთული იყო. ვიცოდით, რომ მეტოქე პრესინგს ითამაშებდა, მაგრამ ისინი ერთ-ერთზე ძალიან ძლიერები იყვნენ. პირველი გოლის შემდეგ თამაში უფრო გახსნილი გახდა. მესამე გოლის გატანისას განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი. ჩვენი გეგმა ბურთის ეტაპობრივად გათამაშება იყო, თუმცა ხშირად ვკარგავდით მას და „ნიუკასლის“ სისწრაფის გამო დაცვაში თამაში რთულდებოდა. შესვენებაზე ფეხბურთელებს მეტი სიზუსტე და მეტოქის უფრო ღრმად ჩამწყვდევა მოვთხოვე — და ეს კარგად გამოვიდა.

ამ მატჩს აუცილებლად გავაანალიზებთ — გვინდა, რომ უკეთესები გავხდეთ და ასეც იქნება. თუმცა ჩვენი დაცვის ბოლო ხაზი შესანიშნავად თამაშობს. დღეს ბურთზე პრესინგიც ძალიან კარგი იყო და მეტოქეს თამაშის დაწყება არ გავუმარტივეთ. შემდეგი ეტაპიც ძალიან რთული იქნება. უნდა ვიმოქმედოთ ეტაპობრივად — მატჩიდან მატჩამდე. ასე ვიმოქმედეთ გასულ სეზონშიც და ახლაც ასე გავაგრძელებთ.

მომეწონა, რომ შესვენებაზე კონკრეტული მითითებები გავეცი და ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს. მწვრთნელისთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როცა მოთამაშეები გისმენენ და შემდეგ მოედანზეც ასრულებენ დავალებებს. მეორე ტაიმში უკვე უკეთესი თავდაჯერება დავინახე. ჩემი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია, მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობენ პროგრესს და მუდმივად უმჯობესდებიან.“

შეგახსენებთ, რომ კატალონიის ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტოტენჰემსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები