ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას საგოლე პასები - პსჟ-მა ატლეტიკო გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო - ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ატლეტიკო“ დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და ისევე როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ხვიჩა კვარაცხელია ამჯერადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და თავისი გუნდის გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

პირველი ნახევარი პარიზელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს და ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ხვიჩას ანგარიშზეა - მან ჯერ მე-19 წუთზე დასარტყმელ პოზიციაში მყოფ ფაბიან რუისს დაუგორა ბურთი კარგად, ხოლო პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ასისტენტობა ვიტინიას გაუწია და გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოიხსნა.

კვარამ მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყო და ჯერ დაცვის დასახმარებლად უკან ჩასულმა იმდენად ტექნიკურად ითამაშა, რომ მსაჯს ცვლილებაზე შესული კოკე გააფრთხილებინა. ამ მომენტიდან ზუსტად ორ წუთში კი ხვიჩამ არაჩვეულებრივად დაარტყა და ობლაკის მოგერიების შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

70-ე წუთზე ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი დასვენების მიზნით შეცვალა და მის არყოფნაში პარიზელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს - თავი ჯერ სენი მაილუმ გამოიჩინა, ხოლო საბოლოო წერტილი 11-მეტრიანის ნიშნულიდან ლი-კანგ ინმა დასვა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ბრაზილიის „ბოტაფოგო“ იქნება და შეხვედრა 20 ივნისს, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭი, რომელმაც ლუის ენრიკე გააოცა“ - la-croix-ი კვარა-დუეს დუეტზე
„ბიჭი, რომელმაც ლუის ენრიკე გააოცა“ - la-croix-ი კვარა-დუეს დუეტზე