გიორგი დევდარიანი
Aa
Aa

დევდარიანი: „კვარა და კიტე რასაც აკეთებენ, ეს არ ისწავლება“

საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების წარმატებული ასპარეზობის დროს, ბუნებრივია ყველას ახსენდება გიორგი დევდარიანი, რომელიც მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, ახალგაზრდა მოთამაშეებთან ნაყოფიერი მუშაობით გამოირჩეოდა და მის სახელს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების არაერთი წარმატება უკავშირდება.

საფრანგეთი-საქართველოს (3:2) 21-წლამდე ნაკრებების თამაშის მეორე დღეს, დევდარიანი გადაცემაში „სპორტი იმედზე“ იმყოფებოდა და ამ თამაშის გაანალიზების გარდა, ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე საინტერესოდ ისაუბრა.

გიორგი დევდარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებები შემთხვევითობა ნამდვილად არ არის. პირიქით, ეს უდიდესი შრომის ნაყოფია. მახარებს ის ფაქტი, რომ საფრანგეთის დონის გუნდებთან ნაჩვენები მსგავსი თამაშის ხარისხით, ეს მოთამაშეები მოგვიანებით ეროვნულ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტით შეუერთდებიან.

რამაზ სვანაძეზე კარგის გარდა, ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, ბევრი თვლის, რომ მას იღბალი თან სდევს, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია, რომ ფორტუნა მხოლოდ იმ ადამიანების მხარესაა, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ. საქართველოს როგორც Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის, ასევე პირველი ლიგის მატჩებს სისტემატურად ვესწრები და არ მინახავს თამაში, რომელსაც სვანაძე ადგილიდან არ აკვირდებოდა.

კვარაცხელიას, დავითაშვილისა და მამარდაშვილის თაობა ისეთია, რომელიც 50 წელიწადში ერთხელ მოდის. თუმცა, ახალგაზრდული ნაკრების ეს ბიჭებიც ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და მათი უმრავლესობა ეროვნულ გუნდს უახლოეს მომავალში აუცილებლად გააძლიერებს. ბუნებრივია მწვრთნელს და სწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის თვისებები რაც კვარას და კიტეს აქვთ, არ ისწავლება, ეს შენში უნდა იდოს.

ცნობისათვის, გიორგი დევდარიანი ამჟამად ინდივიდუალური საფეხბურთო მზადების ცენტრის, „ფეოლას“ ხელმძღვანელია, სადაც კვალიფიციური მწვრთნელები მოზარდებს საფეხბურთო უნარ-ჩვევების გამომუშავება-დახვეწაში ეხმარებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება პორტუგალიასთან ითამაშოს“ - ინფორმაცია საზონოვის ტრავმაზე
„შეიძლება პორტუგალიასთან ითამაშოს“ - ინფორმაცია საზონოვის ტრავმაზე