კონფერენს ლიგის წილისყრა | სპაერის მეტოქე ცნობილია
თბილისის „სპაერმა“, რომელიც 2025-2026 წლების კონფერენს ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება, თავისი მეტოქის ვინაობა გაიგო.
როგორც შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარებული წილისყრის შედეგად გაირკვა, „სპაერის“ მეტოქე ვენის „აუსტრია“ იქნება.
პირველ მატჩს „სპაერი“ 24 ივლისს სტუმრად, საპასუხოს კი 31 ივლისს საკუთარ კედლებში გამართავს.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, ვის შეიძლება შეხვდნენ გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი გუნდი პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს გადალახავს.
„ტორპედოს“ პოტენციური მეტოქე კვიპროსული „ომონია“, „დილას“ პოტენციური მეტოქე კი ლატვიური „რიგა“ იქნება.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავს, თბილისური გუნდი ასპარეზობას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გააგრძელებს და მისი მეტოქე ლატვიურ „რიგასსა“ და ესტონურ „ლევადიას“ შორის დამარცხებული იქნება.