კონფერენს ლიგის წილისყრა | დილას და ტორპედოს მეტოქეები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, კონფერენს ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ევროპის რიგით მესამე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად გორის „დილა“, ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „სპაერი“ იბრძვიან.
გორელების მეტოქე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული „რასინგ უნიონი“ იქნება, „ტორპედო“ კი ლუკა იმნაძის შიმქენთის „ორდაბასის“ დაუპირისპირდება.
„ტორპედო“ პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს, „დილა“ კი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.
ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 10 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 17 ივლისს არის ჩანიშნული.
რაც შეეხება საქართველოს თასის გამარჯვებულ „სპაერს“, ის გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება, მეტოქეს კი ხვალ გაიგებს.
აქვე გეტყვით, რომ თემურ ჩოგაძის „კაუნო ჟალგირისი“ უელსურ „პენიბონტს“ დაუპირისპირდება.