იბერია 1999
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | იბერია 1999-ის პირველი მეტოქე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად „იბერია 1999“ იბრძვის და მისი მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა.

„იბერია 1999“-ს არ გაუმართლა და მისი მოწინააღმდეგე „მალმიოა“. თბილისური კლუბი პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს, განმეორებითი მატჩს კი შვედეთი უმასპინძლებს. 

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 8/9 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 15/16 ივლისს არის ჩანიშნული. 20 ივნისს, უეფა გამოაცხადებს, რომელი წყვილი რომელ დღეს ითამაშებს.

გეტყვით იმასაც, რომ „იბერია 1999“-ის სავარაუდო მეტოქეთა შორის „მალმიო“, „ჟალგირისი“, „რფს“, „კუპსი“ და „ნიუ სეინთსი“ იყვნენ. ლაშა ოდიშარიას „რფს“ „ლევადიას“ ხვდება. გიორგი ზარიასა და ლუკა გადრანის „კაირათი“ ლუბლიანას „ოლიმპიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის მერაბთან მესამე ჩხუბი უნდა
„ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის მერაბთან მესამე ჩხუბი უნდა