მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია“ | ომალის მერაბთან მესამე ჩხუბი უნდა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგამ“ საინტერესო განცხადება გააკეთა და თვლის, რომ „მანქანის“ დამარცხება შეუძლია.

„დვალიშვილთან კიდევ ერთი ჩხუბის მისაღებად, ჩემს კანდიდატურასთან მიმართებით, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. ზედიზედ ბევრი ორთაბრძოლა უნდა მოვიგო და შემდეგ, მერაბს კიდევ ერთხელ დავუპირისპირდები. ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ მერაბსაც შეუძლია ჩემი დამარცხება.

დვალიშვილი ერთადერთია, ვინც მომიგო და რევანში ვერ ავიღე, თუმცა, ყველა სცენარით კმაყოფილი ვიქნები. შესაძლოა, გამოჩნდეს მომავალი, რომელშიც უპირობო კონტენდერი ვიყო და მერაბთან მესამე ბრძოლა მივიღო. დვალიშვილის გამო ბედნიერი ვარ. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. საოცარი მოგებების სერია აქვს და ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანია”.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ ომალის მახრჩობელა ილეთით მოუგო და „შუგა“ კარიერაში მესამედ დამარცხდა. ომალის ერთხელ მარლონ ვერამ მოუგო, ორჯერ კი - დვალიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებები ლოკომოტივში - შოთა არველაძე კლუბის ბორდის წევრი იქნება
ცვლილებები ლოკომოტივში - შოთა არველაძე კლუბის ბორდის წევრი იქნება