შოთა არველაძე
Aa
Aa

ცვლილებები ლოკომოტივში - შოთა არველაძე კლუბის ბორდის წევრი იქნება

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გუნდი „ლოკომოტივი“ სეზონის მეორე ნახევარს სერიოზული ცვლილებებით შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის მფლობელები და მენეჯმენტი ერთმანეთისგან გაიყო და შეიქმნა ბორდი, რომლის ერთ-ერთი წევრიც, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე იქნება.

ბორდის მომავალი წევრები იმედოვნებენ, რომ ის კოლოსალური სამენეჯერო და საფეხბურთო გამოცდილება, რომელიც არველაძეს გააჩნია, „ლოკომოტივს“ როგორც ცნობადობის გაზრდაში, ასევე განვითარებისთვის სწორი მიმართულების არჩევაში დაეხმარება. 18 ივნისს, დაგეგმილია შეხვედრა მედიასთან, სადაც მომხდარი ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო დეტალური საუბარი შედგება.

ცნობისათვის, „ლოკომოტივმა“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის გათამაშების პირველი ნახევარი მერვე ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიოს და კვარას ვუსურვებ, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ“ - შოთა არველაძე
„გიოს და კვარას ვუსურვებ, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ“ - შოთა არველაძე