იბერია 1999
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი | იბერიას შესაძლო მეტოქე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც შესაძლო მეტოქის ვინაობა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერია 1999“-მაც გაიგო.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე შვედური „მალმიო“ იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ „იბერია 1999“ ამ ბარიერს გადალახავს, მისი მეტოქე ლატვიურ „რიგასსა“ და ესტონურ „ლევადიას“ შორის გამარჯვებული იქნება.

აქვე გეტყვით, რომ „რიგასის“ ღირსებას საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი ლაშა ოდიშარია იცავს.

პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 8/9 ივლისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 15/16 ივლისს არის ჩანიშნული. რაც შეეხება მეორე საკვალიფიკაციო რაუნდს, მატჩები 22/23 და 29/30 ივლისს არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, ბრატისლავის „სლოვანი“, რომლის ღირსებასაც გურამ კაშია იცავს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სან-მარინოს წარმომადგენელ „ვირტუსსა“ და ბოსნიურ „ზრინსკის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას „ქაირათს“, რომელიც პირველ რაუნდში სლოვენიურ „ოლიმპიას“ შეხვდება, მისი პოტენციური მეტოქეე ფინურ „კუპსსა“ ან მოლდოვურ „მილსამის“ შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგის წილისყრა | დილას და ტორპედოს მეტოქეები ცნობილია
კონფერენს ლიგის წილისყრა | დილას და ტორპედოს მეტოქეები ცნობილია